სად და როდის მოწამლეს სააკაშვილი – რას აცხადებს თემურ ალასანია

0
1398
23 Views

მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია “ტვ პირველთან” მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო მოწამვლაზე საუბრობს და ამბობს:

“ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, ეს არ მომხდარა მის ციხეში შესვლამდე. შემოწმებული იყო 2-3 კვირით ადრე, წლიური შემოწმება გაიარა და იყო სრულიად ჯანმრთელი. ამ პირობებში, ციხის თუ ციხის სავადმყოფოს, თუ შემდგომ გორის, შემდგომ “ვივა-მედის” და ასე შემდეგ, ამ პირობებში მოხდა ეს (მოწამვლა). ეს არ არის ის მეტალები, რომლებიც შეიძლება იყოს შეტანილი ორგანიზმში… ნუ, ვთქვათ, ვერცხისწყალი შეიძლება მოხვდეს სხვადასხვა კომერციული საგნების გამო, მაგალითად, თმის სპრეი, სხვა ნივთირებები, რომლებიც დასახელდა, დარიშხანი და აშ. ისინი არ ხვდებიან შემთხვევით. ეს არის ხელოვნურად შეტანილი, ეს არის 2 ოქტომბრიდან დაწყებული და ახლა არის ამ მდგომარეობაში. ამ პერიოდში სპეციალისტებმა, სახელმწიფომ დაადგინოს, ეჭვის დაბადების შემთხვევაშიც კი, სახელმწიფო იწყებს გამოძიებას ფაქტზე.”

თემურ ალასანია ამბობს იმასაც, რომ ისეთი სპეციალისტებია ჩართული სამედიცინო კვლევებში, რომელთა ჩართულობაც, მეტ სანდოობას ქმნის და სასამართლოს ვერ უნდა ჰქონდეს ნდობის პრობლემა, ისევე, როგორც, ვერ მოხერხდება მათთან გარიგება.

წყარო: ალია

Cesko