24 Views
სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში „ვეძებ” დოდო მესხიძე პოსტს აქვეყნებს და უცნობ გოგოს ეძებს, რომელმაც შვილი სიკვდილს გადაურჩინა. შემთხვევა 22 ნოემბერს მოხდა, როდესაც ახალგაზრდა კაცს მანქანაში გაზი აუფეთქდა.
„ვეძებ და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ერთ ახალგაზრდა გოგონას, რომლის სახელიც კი არ ვიცი და რომელმაც დიდი დახმარება და თანაგრძნობა გაუწია ჩემს შვილს. მედმუშაკი ვარო უთქვამს, 22 ნოემბერს საღამოს კარფურთან ავტოშემთხვევის დროს მანქანაში გაზი აუფეთქდა ჩემს შვილს. ძალიან დიდი მადლობა საყვარელო და ღმერთი გფარავდეს შენი კეთილი გულისთვის. თუ ამ პოსტს ნახავ გთხოვ, შემეხმიანე პირადად მინდა მადლობა მოგიხადო”, – წერს დოდო მესხიძე