მოვითხოვ, გათვალისწინებულ იქნას ჩემი ნება – ნატა ფერაძე კახა კალაძეს მიმართავს

0
1131
25 Views

მ პეტიციაზე ხელისმოწერით მოვითხოვ, გათვალისწინებულ იქნას ჩემი ნება, თავისუფლების მოედანზე წარწერა „მშვიდობის ქალაქი“ ჩანაცვლდეს სხვა, ყველასთვის მისაღები სლოგანით, (მაგ.სოლიდარობის ქალაქი; ევროპული ქალაქი; ა.შ) (ჩაატარეთ კენჭისყრა, გამოკითხვა… … ) ან 2023 წელს შევხვდეთ სლოგანის გარეშე.”– წერია ონლაინ პეტიციის ტექსტში, რომელიც ნატა ფერაძემ, კახა კალაძის სახელზე შეადგინა.

“ვინაიდან მე, როგორც ქვეყნის მოქალაქე თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ ჩემი მთავრობის არადემოკრატიულად შერჩეული სლოგანით ომში მყოფი მეგობარი უკრაინის წინაშე. 9 დეკემბერს, ილუმინაციის ანთების დაანონსებულ დროს, ნუ აანთებთ ამ წარწერას.

შეგახსენებთ – 2023 წელი გადამწყვეტი იქნება საქართველოს ევროპული მომავლისთვის. არაერთი კონვენციით და კანონით ვალდებული ხართ, საჯარო განხილვა და მოსახლეობის აზრი გაითვალისწინოთ. – წერია პეტიციის ტექსტში.

Cesko