ფსიქოლოგმა 3 კითხვიანი ტესტი შექმნა, რომლითაც ერთ წუთში გაიგებთ თქვენი ინტელექტის დონეს

0
591
28 Views

2005 წელს, ფსიქოლოგმა შეინ ფრედერიკმა შექმნა ყველაზე მოკლე ტესტი ინტელექტის შესაფასებლად. ტესტს მხოლოდ 3 კითხვა ახლავს, რასაც მაქსიმალურად სწრაფად უნდა უპასუხოთ. პასუხების შემოწმება კი თავად შეგიძლიათ.

ჩვენ დღეს სწორედ ამ ტესტს გთავაზობთ, რათა თქვენი კოგნიტური უნარები შეაფასოთ. დაფიქრდით, დაწერეთ პასუხი და შეადარეთ ქვემოთ მოცემულ სწორ ვერსიებს.

შეკითხვები

  1. ტენისის ჩოგანი და ბურთი ერთად ღირს 1 დოლარი და 10 ცენტი. ტენისის ჩოგანი 1 დოლარით მეტია, ვიდრე ბურთი. რა ღირს ტენისის ბურთი?
  2. 5 მანქანა 5 წუთში 5 დეტალს აწარმოებს. რამდენი წუთი დასჭირდება 100 მანქანას 100 დეტალის წარმოებისთვის?
  3. ტბორში წყლის ლილიები იზრდება. ისინი სწრაფად ვრცელდებიან და ყოველდღე ტერიტორიის ორმაგ ნაწილს ფარავენ. ტბორის სრულად დაფარვისთვის მათ 48 დღე დასჭირდებათ. რამდენი წყლის ლილიაა საჭირო ნახევარი ტბორის დასაფარად?

შეინ ფრედერიკი იელის მართვის სკოლის პროფესორია. ის ატარებს კვლევებს ადამიანების მიერ გაკეთებულ გადაწყვეტილებებსა და არჩევნებზე. მას ნობელის პრემიის ლაურეატ, დანიელ კაჰნემთანაც აქვს ნამუშევარი. მას გამოკვლეული ჰყავს დაახლოებით 1000 სტუდენტი ამერიკის დიდი უნივერსიტეტებიდან.

ბევრისთვის ტესტის პასუხებად პირველი ვერსიებია: 100 ცენტი, 100 წუთი, 24 დღე. ეს პასუხები უმეტესად ინტუიციური გონების მქონე ადამიანებს მოსდით თავში, რაციონალური ტიპები კი უფრო მეტს ფიქრობენ სწორ ვერსიებზე.

პასუხები

 

  1. პასუხია 5 ცენტი. თუ ბურთი 10 ცენტი ღირს, ჩოგანი 1 დოლარი და 10 ცენტი ეღირებოდა, ეს კი კითხვაში აღნიშნულ ჯამზე მეტი გამოვიდოდა.
  2. პასუხია 5 წუთი. მანქანის მიერ ერთი დეტალის წარმოების დრო არ შეიცვლება რაოდენობის გაზრდის მიუხედავად.
  3. პასუხია 47 დღე და არა 24. თუ წყლის ლილიების რაოდენობა ყოველდღე ორმაგდება და ტბორის სრულად დასაფარად 48 ცალი ყვავილია საჭირო, ლოგიკურია, რომ ლილიები წყლის ნახევარს ერთი დღით ადრე დაფარავს.

თქვენ თუ შეძლით შეკითხვებზე პასუხის გაცემა სწორად? გთხოვთ გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი შედეგები!

Cesko