„არ ღირს სხვისთვის საიდუმლოს გაზიარება, რადგან არაა გამორიცხული მეგობრებმაც თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ მიღებული ინფორმაცია“ – ვის აფრთხილებს ასტროლოგი?

0
585
25 Views

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 10:53-იდან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან მაღალია, მოტყუების, ჭორებისა და ინტრიგების, ცდუნებებისა და შეცდომების დაშვების ალბათობა. არ ღირს სხვისთვის საიდუმლოს გაზიარება, რადგან არაა გამორიცხული მეგობრებმაც თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ მიღებული ინფორმაცია. პარტნიორული ურთიერთობა – თავი შეიკავეთ ეჭვიანობისა და პრეტენზიების წაყენებისგან, უმჯობესია გამოიჩინოთ თავშეკავება და მეტი მზრუნველობა. პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ხელმძღვანელებთან ურთიერთობა და საკუთარი პროექტების წარდგენა. ჯანმრთელობა – მოერიდეთ ფიზიკური აქტივობას და თვალების გადაღლას. თავი შეიკავეთ ზედმეტი სითხის, ცხარე და მარილიანი საკვების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას და ფეხის კუნთებს. დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი, ნაცრისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ლაბრადორი, ძოწი, ცირკონი და ციტრინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს. ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს და ქალწულს.

Cesko