“ეს ყველაფერი, ჩემი დაკვირვებით, არის გამქრალი მისი პიროვნებიდან” – ედვარდ სააკაშვილი ინგა გრგოლიას კითხვებს ასე პასუხობს

0
1039
24 Views

მიხეილ სააკაშვილის შვილი, ედვარდ სააკაშვილი ინგა გრგოლიას კითხვას: – როგორ შეიცვალა სააკაშვილი, როგორი იყო ის პატიმრობამდე და როგორია ახლა? – ასე პასუხობს:

– მე მამაჩემი პატიმრობამდე მახსოვს ადამიანი, რომელიც იყო ენერგიული, ამბიციური, თავდაჯერებული… ზედმეტად თავდაჯერებულიც კი, როგორც ვნახეთ… ეს ყველაფერი, ჩემი დაკვირვებით, არის გამქრალი მისი პიროვნებიდან. მე ვნახე ადამიანი, რომელიც ორიენტირებულია ელემენტარულად, სიმშვიდეზე …ცდილობს გადარჩეს რამენაირად. ეს არის ერთის მხრივ ძალიან რთული სანახავი და მტკივნეული, მაგრამ მეორე მხრივ, შეიძლება ეს იყოს ერთადერთი სარგებელი, რომელიც ამ საშინელმა წელმა მოიტანა – რაღაცნაირად მამაჩემმა თვალი გაუსწორა რეალობას, რაც არსებობს საქართველოში, მან გადააფასოს როლი ამ ქვეყანაში, საკუთარი მიზნნები, საკუთარი პრიორიტეტები… ხო, მან ბევრი გააკეთა წარსულში, მაგრამ, მე მგონი მას მოუწია კარგად დანახვა, თუ რა სიტუაციია დღეს და რა როლი აქვს დღეს მას… ეს ალბათ კარგია…

ინგა გრიგოლია: სწორი აღმოჩნდა მიშას ჩამოსვლა?

ედვარდ სააკაშვილი: მე მგონი, ძალიან დიდი შეცდომა იყო, მაგრამ არ გამკვირვებია. მე ვისმენდი ამაზე საუბარს წლების განმავლობაში, რომ მას სურვილი ჰქონდა ამის გაკეთების. ადრე სულ ასე იყო, რომ ის რაღაც კრიზისებს ქმნიდა, ამ კრიზისებში იგდებდა თავს და მერე პოულობდა გამოსავალს… ეგონა, რომ კიდევ ერთხელ შეძლებდა იგივეს გაკეთებას. მე არასდროს ვთვლიდი, რომ ეს იყო შესაძლებელი, შექმნილი სიტუაციებიდან გამომდინარე… ძალიან სამწუხაროა, რომ მამაჩემმა თავი მოიტყუა ამ წლების განმავლობაში. მის გონებამდე მხოლოდ გაფილტრული ინფორმაცია მიდიოდა… თვითონ ფილტრავდა, რაც უნდოდა, ის ესმოდა. ამან უბიძგა მას უდიდესი შეცდომის დაშვებისკენ. მგოლი, ძალიან, ძალიან ნანობს თავად ამას და მის ადგილას მეც ვინანებდი. ამიტომაც არ გაიმეორებს ამას მომავალში… იმდენად დიდი ტრამვა მიიღო და მოუწია რელობის კარგად დანახვა.

Cesko