“მწერდნენ, რომ უნდა დავმწვარიყავი… სწორედ ისე, როგორც თამილა ლილუაშვილის შემთხვევაში მოხდა” – თაკო ტაბატაძე

0
867
26 Views

თერ­ჯო­ლა­ში შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და. 37 წლის თა­მი­ლა ლი­ლუ­აშ­ვილს ყო­ფილ­მა ქმარ­მა ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა და თვითმხილ­ვე­ლე­ბის თვალ­წინ დაწ­ვა. ქალი ად­გილ­ზე­ვე და­ი­ღუ­პა ფაქ­ტის შემ­სწრე­ე­ბი ცდი­ლობ­დნენ მას მიშ­ვე­ლებ­დნენ, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. სხე­უ­ლის 60-70%-იანი, მე­სა­მე-მე­ო­თხე ხა­რის­ხის დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო თა­ვად მო­ძა­ლა­დე­მაც…

ბოლო 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში, გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით ძა­ლა­დო­ბას 187 ქა­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა მათ­გან თით­ქმის 50% ოჯა­ხის წევ­რმა მოკ­ლა.

მარ­თა­ლია, ყო­ვე­ლი ახა­ლი მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი აღ­შფო­თე­ბუ­ლი რჩე­ბა და ფე­მი­ცი­დის წი­ნა­აღ­მდეგ კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბას ითხო­ვენ, მაგ­რამ ხში­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კო­მენ­ტა­რე­ბი, რო­დე­საც გა­შო­რე­ბულ ქა­ლებ­ზე მა­მა­კა­ცებს

მო­უ­წო­დე­ბენ, – მოკ­ლან, დაჭ­რან, ბენ­ზი­ნი

გა­და­ას­ხან… სამ­წუ­ხა­როდ, იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც ქა­ლე­ბის მი­მართ ძა­ლა­დობ­რივ კო­მენ­ტა­რებს წე­რენ, ბევ­რი ქა­ლიც არის.

სწო­რედ მათი მსხვერ­პლი იყო მსა­ხი­ო­ბი თაკო ტა­ბა­ტა­ძე, რო­მელ­მაც ერთი წლის წინ ღიად აღი­ა­რა, რომ ქმარს და­შორ­და და ოთხ გო­გო­ნას­თან ერ­თად მარ­ტო ცხოვ­რობ­და. თა­კომ ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, რომ ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან, რო­მე­ლიც ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბა, მუ­სი­კო­სი გია ბა­ღაშ­ვი­ლი გახ­ლდათ, ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნა… მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს ამ­ბა­ვი ყო­ფილ­მა ქმარ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, თუმ­ცა რო­გორც თაკო AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, ის მა­ინც გახ­და ძა­ლა­დო­ბის უზარ­მა­ზა­რი ტალ­ღის სა­მიზ­ნე.

“ის სქ­რი­ნი შე­ნა­ხუ­ლი მქონ­და, სა­დაც მწერ­დნენ, რომ უნდა დავმწვა­რი­ყა­ვი… სწო­რედ ისე, რო­გორც თა­მი­ლა ლი­ლუ­აშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და”, – ამ­ბობს თაკო.

ახლა სურ­ვი­ლი აქვს, უც­ნო­ბი ქა­ლის სამ­ძი­მარ­ზე ჩა­ვი­დეს…

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი ვრცელ სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­დებს, – ნუ აი­ძუ­ლებს გა­რე­მო ქა­ლებს, რომ მო­ძა­ლა­დე კა­ცე­ბი აი­ტა­ნონ…

თაკო ტა­ბა­ტა­ძე:

“რამ­დე­ნი­მე დღის წინ ქუ­ჩა­ში და­ვი­ნა­ხე ქალი, მო­წყა­ლე­ბას ითხოვ­და. და­ვეხ­მა­რე და ასე­თი რამ მი­თხრა: “ღმერ­თმა გა­და­გარ­ჩი­ნოს ამ ქვეყ­ნი­ე­რე­ბას“ – მა­შინ­ვე მომ­ხვდა გულ­ზე ეს სი­ტყვე­ბი… როცა ამ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობ ფი­ზი­კუ­რი გა­დარ­ჩე­ნა დიდი მიღ­წე­ვაა. გა­დის რამ­დე­ნი­მე დღე და ვკი­თხუ­ლობ, რომ ახალ­გაზ­რდა ქალი ყო­ფილ­მა ქმარ­მა ცო­ცხლად დაწ­ვა. სული მეწვს და მტკი­ვა ისე რო­გორც ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის და­კარ­გვა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ­დი…
განაგრძეთ კითხვა

Cesko