საქმის ახალი დეტალები: გაირკვა ქალის ვინაობა, რომელსაც ყოფილმა ქმარმა ბენზინი გადაასახა და ოთახში გამოკეტილი ცოცხლად დაწვა

0
1219
21 Views

გუშინ თერ­ჯო­ლა­ში შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტი მოხ­და – 37 წლის თა­მი­ლა ლი­ლუ­აშ­ვილს ყო­ფილ­მა ქმარ­მა ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა და თვითმხილ­ვე­ლე­ბის თვალ­წინ დაწ­ვა.

თერჯოლაში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა მოკლა, მაღაზიის მენეჯერია.

დაუდასტურებული ინფორმაციით, მკვლელი ნასამართლევია. ისინი რამდენიმე წლის გაშორებულები იყვნენ და კაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.

შემ­თხვე­ვა მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ “მაგ­ნი­ტში” მოხ­და, სა­დაც გარ­დაც­ვლი­ლი მუ­შა­ობ­და. თვითმხილველების ინფორმაციით, მას ყოფილმა ქმარმა ასაფეთქებელი სითხე შეასხა, შემდეგ კი ოთახში გამოკეტა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, დაზიანებები მიიღო სხვა თანამშრომლებმაც.

ქალი ცე­ცხლის ალში ად­გილ­ზე­ვე და­იწ­ვა. ფაქ­ტის შე­ემ­სწრე­ე­ბი ცდი­ლობ­დნენ მას მიშ­ვე­ლებ­დნენ, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ პრო­ცეს­ში ისი­ნიც და­შავ­დნენ, ქა­ლის­თვის დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა მა­ინც ვერ შეძ­ლეს. და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო თა­ვად მო­ძა­ლა­დე­მაც, ის ახლა თერ­ჯო­ლის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლებ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

ექიმის განცხადებით, 41 წლის მამაკაცის სიცოცხლეს ამ ეტაპზე, საფრთხე არ ემუქრება.

„პაციენტი უმძიმეს შოკურ მდგომარეობაში დაახლოებით, 20:20 საათზე შემოიყვანეს. სხეულის დაახლოებით, 60-70%-იანი, მესამე-მეოთხე ხარისხის დამწვრობა იყო. ის შეყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში შემდგომი მკურნალობის და დაკვირვების მიზნით,“ – განაცხადა ექიმმა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ცნო­ბით, გარ­დაც­ვლილს ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა.

“წლე­ბი უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი, ვიდ­რე და­ქორ­წინ­დე­ბოდ­ნენ. შემ­დეგ არ ვიცი რა მოხ­და, კაცი გა­მუდ­მე­ბით ძა­ლა­დობ­და თურ­მე და და­შორ­დნენ. შე­რი­გე­ბას სთხოვ­და და არ ურიგ­დე­ბო­დაო. შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რიც ჰქო­ნია გა­მო­წე­რი­ლი კაცს, მაგ­რამ ვე­რა­ფერ­მა და­იც­ვა ეს გოგო. ორი ბავ­შვი და­ობ­ლდა” – უყ­ვე­ბა ambebi.ge -ს გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის მე­ზო­ბე­ლი.

 

 

 

 

Cesko