22 Views
დმანისში, ირგანჩაის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ტრაგიკულად დაიღუპა. გარდაცვლილი არასრულწლოვანი სიმარა მამედოვაა. ამის შესახებ ინფორმაციას ირგანჩაის საჯარო სკოლა ავრცელებს.
“ირგანჩაის საჯარო სკოლის პედკოლეექტივი და მოსწავლეები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ამავე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე სიმარა მამედოვა და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულის ოჯახს, ნათესავებს, თანატოლებს.
სიმარა მამედოვას დაღუპვა დიდი ტრაგედიაა სკოლისთვისაც და თანატოლებისთვისაც.”- წერია განცხადებაში.