მოიხადა, თუ არა თეონა დოლენჯაშვილმა ბოდიში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კრიტიკული გზავნილის გამო?

0
2302
39 Views

თეონა დოლენჯაშვილმა “მეტრონომანთან” ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კრიტიკული გზავნილის გამო ბოდიში მოიხადა.

“სკოლაში ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებული პოსტი, რომელიც ჩემს ფბ გვერდზე დაიდო, იყო ემოციურ ნიადაგზე დაწერილი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია. არ მიფიქრია, თუ მას ასე სწრაფად აიტაცებდნენ სააგენტოები, რადგან პოსტი მალევე წაიშალა. რადგან ბავშვების დიდი აჟიოტაჟის გამო სკოლაში შეიქმნა უკონტროლო სიტუაცია, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, კვარა აივნიდან მისალმებოდა ბავშვებს.

გარდა ამისა, ეს იყო ვირუსებისგან დაცვის პრევენციით გამოწვეული. კვარაცხელია სკოლაში დაცვით არ მისულა და სიტუაციურად იმოქმედა სკოლამაც და ფეხბურთელმაც ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვიდან გამომდინარე. ბოდიშს ვიხდი არასწორი ინფორმაციის დადებისთვის. სასურველია, თუ ეს ინფო წაიშლება, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არასწორია და სიმართლეს არ შეესაბამება”, – განაცხადა თეონა დოლენჯაშვილმა “მეტრონომთან” საუბარში.

Cesko