“კვარაცხელია მივიდა ასკაციანი დაცვით და ბავშვებს აივნიდან დაენახა… ეს ვარსკვლავობა კი არა, თავში ავარდნაა” – თეონა დოლენჯაშვილი

0
4280
38 Views

მწერალი, თეონა დოლენჯაშვილი სოციალურ ქსელში ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას „ევროპულ სკოლაში“ სტუმრობაზე წერს.

მისი თქმით, ხვიჩა კვარაცხელია 100-კაციანი დაცვით გადაადგილდებოდა, რაც მისი აზრით, თავში ავარდნაა.

“ევროპულ სკოლაში მივიდა ხვიჩა კვარაცხელია. დიდი მოლოდინი იყო, ბავშვებმა იყიდეს მაისურები, ბურთები, შეისწავლეწ ნაპოლის ისტორია, იყო ერთი წიოკი და ეიფორია, მაგრამ #კვარა მივიდა ასკაციანი დაცვით და ბავშვებს მხოლოდ ასე ბრეჟნევივით აივნიდან დაენახა.

ფეხბურთელი ალბათ ძალიან გატაცებულია თამაშითა და საკუთარი პოპულარობით, მაგრამ მისი პიარი მაინც უნდა ხცდებოდეს, რომ ბავშვების იმედგაცრუება ტეხავს. ეს ვარსკვლავიბა კი არა თავში ავარდნა და კონტექსტის გაუაზრებელი ძონძობაა”, – წერს მწერალი.

შემდგომ, თავად დოლენჯაშვილმა ამ გზავნილის გამო მოიბოდიშა.

Cesko