“იყავით ფრთხილად!… არის სრული, პატარა წვერით, დიდი ჰუდი და ტყავის ქურთუკი აცვია” – თბილისში მანიაკი გამოჩნდა?

0
835
20 Views

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ერთ-ერთ ფეისბუქჯგუფში უცხო პირზე წერს, რომელიც მათ ოჯახს აწუხებს, უგზავნის წერილებს და მათ შესახებ ინფორმაციას აგროვებს.

“მოგესალმებით
ყველას !!!

ეს ბოლო ერთი თვეა ვიღაც კაცი ტოვებს წერილებს, ნომრებით, არის სხვადასხვა სახის, ჯერ ვაგდებდი, მაგრამ მერე უკვე როცა მშობელმა დაურეკა და თავი დავანებეო, მიბლოკა და არ ჩერდება, როცა გადის მშობელი და მე, იცის დრო, მოდის და მაშინ ტოვებს…..
ყველაფერს ვერ დავწერ თუ სმს-ებში რეებს წერს, ფაქტია ავადმყოფია. ასევე, ნელა-ნელა მცდელობებს ცვლის და აწი. პირველად შემხვდა სადარბაზოში
არის სრული, 1.70 სიმაღლე როგორც დავინახე, პატარა წვერით, არასასიამოვნო აღნაგობა ,დიდი ჰუდი, ტყავის ქურთუკი
ალბათ 45-48 წლის იქნება.
უკვე ისე “განაგლდა” სამეზობლოს ეკითხება ჩვენზე …
დავწერე განცხადება და დარწმუნებული ვარ, ეს არის ავადმყოფი ადამაინი და მაინტერესებს კიდევ ვინმესთან ხომ არ ყოფილა მცდელობები ???
დარწმუნებული ვარ, მხოლოდ მე არ ვარ ეგრე
მომწერთ პირადში დიდი მადლობა”, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

"იყავით ფრთხილად!... არის სრული, პატარა წვერით, დიდი ჰუდი და ტყავის ქურთუკი აცვია" - თბილისში მანიაკი გამოჩნდა?
Cesko