22 Views
კულისებს მიღმა მოლაპარაკებები მიდის უკვე, როგორ ჩააბარონ უკრაინის ნაწილი [რუსეთს], იმიტომ რომ სხვანაირად ვერ აჩერებენ, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„და ვერ გააჩერებ ამ ომს და ბირთვულ ომს მიიღებ, იმიტომ რომ ის დამჭერია ამ ღილაკზე. თვითონ გვეუბნებიან და მეც ვიცი, რომ დამჭერია. არც ამერიკელი მჭირდება, არც ევროპელი, იმისთვის რომ ფსიქოლოგია ვიცოდე რუსის, ვიცოდე, რომ რუსი არ წააგებს და თუ დაინახავს, რომ აგებს, დააჭერს ამ ღილაკს. მათაც იციან. იმიტომ დაიწყო ეს კულისებს მიღმა [მოლაპარაკებები], – ამბობს ხაინდრავა.
მისივე თქმით, ამერიკულ და ევროპულ მედიაში ამ თემებზე ღიად საუბრობენ.