სოციალურ ქსელში ვრცელდება საბერძნეთში მცხოვრები ქართველების ნაწილის მიმართვა აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს, რომელსაც ჩვენი სააგენტო უცვლელად გთავაზობთ:
ქ.კელი!- მიუხედავად იმისა რომ ჩვენს სამშობლოში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა თქვენსმიერ გაკეთებულ განცხადებებს და ვოიაჟებს რომელმაც ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის სამართლიანი პროტესტი დაიმსახურა(!) ჩვენ ემიგრანტები თავს უფლებას ვაძლევთ როგორც ქართველი პატრიოტები რომ საქართველო არის ის ერთადერთი ქვეყანა რომელმაც იმპერიის ჭიდილში გეოპოლიტიკური პროცესების კვალობაზე ყოველთვის თავი გადაირჩინა.
მოგეხსენებათ არა ერთი ერი და ხალხი გაქრა ან აღიგავა მიწისაგან პირისა! ბევრი შინაური თუ გარეშე მტრების თავხედობით დაუძლურებული საქართველო მუდამ ღირსეულად იცავდა თავს ჩვენი ღირსეული წინაპრების მეფეებისა და საერთო სამოქალაქო საზოგადოების ერთობით!! ჩვენი ისტორიული მისიის საიდუმლეობაც სწორედ ჩვენი ქვეყნის გადარჩენაში მდგომარეობს!!
მოგეხსენებათ რომ საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესი მტკივნეულად აისახა ჩვენი ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობაზე საქართველომ იმპერიიდან გასვლა გადაწყვიტა- 1991წლის 31 მარტს საერთო საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად დამოუკიდებლობა აღადგინა- დამოუკიდებლობის დღედ კი 9 აპრილი გამოცხადდა!-ღირსეული საქართველოს შვილების უკვდავებისა და მარადიული ხსოვნის საპატივცემულოდ!!
ჩვენ- რუსეთის იმპერიამ არ გვაპატია ეს ნაბიჯი თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი გახდა პირდაპირი სამიზნე რუსული იმპერიალიზმისა თუმცა არა მარტო რუსული ცხადია არც თქვენი ქვეყნის პოლიტიკური ელიტა და პრეზიდენტი იყო გულგრილი ჩვენს მიმართ სადამსჯელო ოპერაციებისა.ჩვენ კარგად გვახსოვს საქართველოს ერთადერთი კანონიერი პრეზიდენტის დამოუკიდებლობის მესაძირკვლის ბატონ ზვიად გამსახურდიას მიმართ სასტიკი დევნა!!
91 92 93 წლის მოვლენებმა საქართველოსთვის მტკივნეული და გამანადგურებელი შედეგები მოუტანა ჩვენ არ გვაპატიეს დამოუკიდებლობა და ორი ქვეყნის რუსულ- ამერიკული იმპერიალიზმის სამსხვერპლოზე დაგვდეს ღონე მიხდილი!!
დიახ, თქვენი ქვეყნის დიდი წვლილი უდავოდ არის ჩვენი ქვეყნის ამ უბედურებაში! როდესაც საქართველოს ახლად არჩეული პატრიოტ პრეზიდენტს თქვენ პოლიტიკა დაუწუნეთ და პირდაპირ თქვით;” ჩვენ ვერ დაუჭერთ მხარს დამღუპველი ნაციონალიზმის მქადაგებელს,რომელიც მიდის დინების საწინააღმდეგოდ”-ამ სიტყვებით ჩანს თუ რა დამოკიდებულება იყო ჩვენს მიმართ მიუხედავად იმისა რომ თქვენმა ქვეყანამ ჩვენს დამოუკიდებლობას პირველმა დაუჭირა მხარი მაგრამ ის რომ შეეჩერებინა გავეშებული პუტჩისტები რუსული არმიის მხარდაჭერა და შევარდნაძის ხუნტა!!- ამის კეთილი ნება თქვენ არ გამოხატეთ- ამიტომაც ვთვლით რომ ჩვენი სამშობლო რუსულ- ამერიკული იმპერიების ინტერესებს შეეწირა დიახ- ეს ასეა და ქართველი ხალხის დიდმა ნაწილმა ეს კარგად იცის.
91 92 წელს ჩვენი ქვეყანა გახდა გლობალური პროცესების მსხვერპლი ჩვენ დავკარგეთ აფხაზეთი იქ შეჭრა იყო სადამსჯელო ოპერაცია და შურისძიება ჩვენი ქვეყნის მიმართ მაშინ მსოფლიო სდუმდა და საქართველოს გადასარჩენად არავის უფიქრია არცერთი ევროპელი ქვეყანა ჩვენს ინტეტესებს არ იცავდა.
სასოწარქვეთილი დუმილი და უსულგულობა გამოავლინა მაშინ მსოფლიომ საქართველოს მიმართ!
დღეს თქვენ თამამად აცხადებთ და გინდათ დაგვარწმუნოთ რომ მხარს უჭერთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას და თავს თვლით ჩვენს ” ღირსეულ პარტნიორად”-როგორ გავიგოთ ეს?!- როცა საქმე სინამდვილეში სხვაგვარად არის და პირდაპირ დიქტატს და ძალადობას აქვს ადგილი ჩვენი ქვეყნის შინაურ თუ საგარეო საქმეებში ჩარევით!!
თქვენს მიერ მხარდაჭერილი ლგბტ და არასამთავრობო სექტორი არ გამოხატავს ჩვენი ქვეყნის დიდი უმრავლესობის განწყობას- პირიქით!!
ჩვენ მეორე ომიც გამოვიარეთ 2008 წელს რომელიც უშუალოდ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერილი იყო და ეს ქართველი ხალხის უდიდესმა ნაწილმა იცის!!- შედეგები კიდევ უფრო უმძიმესი- დავკარგეთ არა მარტო ადამიანური რესურსი არამედ უდიდესი ძირძველი საქართველოს ტერიტორია ისტორიული ქართლი,ზემო აფხაზეთი, ახალგორი(!) ვარდების რევოლუციამ დამანგრეველი შედეგები მოგვიტანა და ხელისუფლებაში მთლიანად ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი დამყარდა რმელიც ქუჩაში ხვრეტდა კლავდა და ციხეებში გაუგონარი სისასტიკით სჯიდა საქართველოს მოსახლეობას- ქართველებსა დაარა ქართველებს!!
2012წელს ქართველი ხალხის დიდი ნაწილის ძალისხმევით ჩვენ შევძელით დამნაშავე ძალის დამარცხება და დიდი მხარდაჭერით”ქართული ოცნების” როგორც მართველი ძალის ხელისუფლებაში მოყვანა თუმცა მოსვლისთანავე აქაც დასავლეთის მარგინარული ძალების ჩარევით ჩვენ გამოგვიცხადეს ” კოჰაბიტაცია” დამნაშავე ძალასთან- რამაც ქართველი ხალხის უდიდესი პროტესტი გამოიწვია!! სისტემატიურად უცხოური ორგანიზაციების მიერ ხდება ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო საქმეებში უხეში ჩარევა თვალსაჩინოთ გამოდგება რუსეთის წინააღმდეგ სამხრეთით ჩვენი საბრძოლო ოპერაციებში ჩარევა უკრაინის მხარდასაჭერად(!)
ეს ღიად ცხადდება და ამას არავინ მალავს.ქართველი ხალხის უდიდეს ნაწილს მიჩნია და თვლის რომ საქართველოში ომის გაჩაღება მხოლოდ ჩვენი პარტნიორების” კეთილინების” მხარდაჭერა და მათი ინტერესების სასარგებლოდ იქნება ვიდრე საქართველოს ეროვნულ- სახელმწიფოებრივი ინტერესების გამოხატულება!!
ჩვენ საკმარისად ვიგემეთ მარცხი უცხოელი პარტნიორების რეკომენდაციებით!!
გთხოვთ!!- ჩვენს სამშობლოში სახელმწიფო საქმიანობაში ჩაურევლობის გათვალისწინებით- საშუალება მისცეთ დღევანდელ მთავრობას იმოქმედოს ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის ინტერესების გათვალისწინებით!
საბერძნეთი 2022წლის 16 ნოემბერი
მ.რუსაძე თ. მიქელაძე დ.ღამბაშიძე და ემიგრანტების უდიდესი ნაწილი.
საბერძნეთში არსებული ქართული სახლი.
მიმართვა აიტვირთება ტვიტერზე ქართულ და ინგლისურ ენაზე.