საქართველო არის შავი ზღვის რეგიონის ქვეყანა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. შავი ზღვის უსაფრთხოება ნიშნავს ევროპის უსაფრთხოებას -ანე გენეტი

0
313
18 Views

საქართველო არის შავი ზღვის რეგიონის ქვეყანა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. შავი ზღვის უსაფრთხოება კი არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც შავი ზღვის უსაფრთხოება ნიშნავს ევროპის უსაფრთხოებას და დაცულობას, – ამის შესახებ საფრანგეთის პარლამენტის დეპუტატმა, ანე გენეტმა განაცხადა.

„ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება დავიცვათ ჩვენი ეროვნული ტერიტორიები. ვსაუბრობთ ერთობლივი წვრთნების ჩატარებაზე და ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებაზე“, – განაცხადა გენეტმა.

მადრიდში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 68-ე სესია გრძელდება. საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც.

Cesko