27 Views
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ბავშვს, რომელიც მშობლების მანქანაში იმყოფებოდა, შავებში ჩაცმულმა კაცმა გაუჩერა და მანქანის ფანჯრებზე ბრახუნი დაუწყო.
“ბავშვი ამბობს, რომ შავებში იყო კაცი ჩაცმული და სრული აღნაგობის იყო. 9 წლის ბავშვს, ჯერ მანქანის ფანჯარაზე დაუკაკუნა, შემდეგ კი ბრახუნი დაუწყო“, – აცხადებს ბავშვის მშობელი.
მისი თქმით, ფაქტი ღამით მოხდა, როდესაც მათ არასრულწლოვანი ჩაგზავნეს, რათა მანქანიდან რაღაც ნივთი ამოეტანა.
მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით პოლიცია ინფორმირებულია.