26 Views
ტეხასელ კაცს, რომელიც 100 წლის გახდა, ქალიშვილმა უჩვეულო საჩუქარი მოუმზადა და სტრიპტიზ-კლუბში წაიყვანა. ამის შესახებ TMZ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჯოაკინო „ჯეკ“ პომას დაბადების დღე ცოტა ხნის წინ ჰქონდა, თუმცა მისმა ქალიშვილმა დინამ გადაწყვიტა, რომ დედამიწაზე გატარებული საუკუნე განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებდა. მან აღნიშნა, რომ მამამისს ყოველთვის უყვარდა ქალბატონები, ამიტომ ის ადგილობრივ „ჯენტლმენთა კლუბში“ მიიყვანა. წვეულებამ კარგად ჩაიარა და კლუბის მფლობელები ამბობენ, რომ ჯეკის მათ დაწესებულებაში მისვლა ყოველთვის გაუხარდება.
ჯეკის ცოლი 12 წლის წინ გარდაიცვალა, ამის შემდეგ ის სხვა ქალს ხვდებოდა, მაგრამ ერთი წლის წინ ისიც დაიღუპა.