28 Views
ბოლო რამდენიმე დღეა საზოგადოებაში მსახიობ გიორგი ყიფშიძის ვიზუალმა დიდი აჟიოტაჟი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია. სოციალურ ქსელში ვიდეო მან თავად გამოაქვეყნა, როდესაც საგრიმიოროში სასცენო გრიმს იკეთებდა. საზოგადოება მსახიობის ვიზუალმა ორ ნაწილად გაყო, ნაწილს ძალიან მოსწონს, ზოგს – არა.
“ეს თუ ფიზიკურად მახინჯია, თქვენ სულიერად ხართ მახინჯები” – წერენ კომენტარებში.
აღნიშნულთან დაკავშრებით მსახიობმა კომენტარი თავადაც გააკეთა:
“მოკლედ, ვიმეორებ. არანაირი ნარკატა აღარაა ჩემს ორგანიზმში უკვე დიდი ხანია. ნუ შე***ით ტო, ყველამ თქვენს სიმახინჯეებს მიხედეთ. სარკეში ჩაიხედეთ და მიხვდებით”, – წერს მსახიობი.
mix.metronome.ge