„ახვრებო!.. დღეს მოდაშია მეუფის ჯიპი?” – ნახეთ როგორ ექომაგება საქართველოს ჩოხოსნების თავმჯდომარე ხაშურის ეპისკოპოსს

0
2294
36 Views

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონს მრევლმა 2022 წლის Land Cruiser აჩუქა, რომლის ღირებულება 254 ათას ლარს შეადგენს.

ამ ამბავს საქართველოს ჩოხოსნების თავმჯდომარე – ზაალ სიხარულიძე გამოეხმაურა და ფეისბუკზე პოსტი გამოაქვეყნა. მისი თქმით, მეუფე სვიმეონი მუდამ შეჭირვებულებს ეხმარება და მისნაირი სასულიერო პირები სანთლით საძებნელია.

„ახვრებო!.. დღეს მოდაშია მეუფის ჯიპი?! იცით კი რა მადლის კაცია? მაშინ რატომ არ გაგახსენდათ, როცა პატარა ბიჭი ბერად აღიკვეცა, ან როცა ყორანქედის მონასტერს აშენებდა, სადაც მშრალ გრუნტის გზაზე მინივენით ვერ ახვალ ისეთი აღმართია, მას კი საშენი მასალა აჰქონდა, ცემენტის იატაკზე ეძინა… ახლა ახალ ბანას ტაძარს აშენებს, ქუჩაში ხშირად შეგხვდებათ ფეხით მავალი და გვერდით ჩაუვლით, რადგან ყველაზე უბრალოდ აცვია…

მისი ფულით ვერაფერს იყიდდა, რადგან სულ ეკლესიაზე, უპოვრებზე და გაჭირვებულებზე გასცემს რაცა აქვს. არც ის იკითხოთ როგორი ჯანმრთელობა აქვს… რაც აცვია ეგაა მისი სიმდიდრე. იდღეგრძელე მეუფე სვიმეონ, შენი ძმა და მეგობარი ზაალ სიხარულიძე“, – წერს სიხარულიძე.

Cesko