19 Views
რუსი ჟურნალისტი მარგარიტა სიმონიანი პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება.
„სანამ რამეში დაადანაშაულებთ ქვეყანას, რომელსაც პოლონეთის ბირთვულ ფერფლად ქცევა შეუძლია, ეცადეთ და მტკიცებულებები წარმოადგინეთ.
უფრო დიდი ალბათობით, თუ პოლონეთში რაიმე ჩამოვარდა, ეს უკრაინული S-300 ან რამე უპილოტო საფრენი აპარატი „რეისი“ იქნება.
ალბათობა, რომ თანამედროვე რუსული რაკეტა კურსს ასე ასცდება, ისეთივეა, ქუჩაში ცოცხალ დინოზავრს რომ შეხვდე. არგუმენტების შეჯამებით, დიდი ალბათობით, ეს ან უკრაინული შეცდომაა, ან პოლონური პროვოკაცია, ან ბრიტანული“.