21 Views
მომღერალი, თიკა ჯამბურია ერთ-ერთ გადაცემაში საკუთარ წონასა და სილამაზის სტანდარტებზე საუბრობს:
“ეს, ალბათ, ჩემი ბრალიცაა, რადგან მე თვითონ ვაქცევ ჩემს წონას ძალიან დიდ ყურადღებას. მე ძალიან ემოციური ადამიანი ვარ, მიტირია კიდეც, გულიც დამწყვეტია, შევპასუხებივარ კიდეც… საწყენია, როცა გამოდიხარ, მღერი და წერენ, როგორ გასუქებულა, არ რცხვენია?! ახალგაზრდა გოგოაო… ამის გამო უარი ბევრ რამეზე მითქვამს, გადაცემაშიც არ მივსულვარ…
პირველ რიგში, უნდა აღვიქვათ საკუთარი თავი. დიდხანს მოვუნდი ჩემს თავზე მუშაობას. ვაკვირდებოდი, რა მომწონს და რა არა. ეს დამეხმარა, რომ მიმეღო ჩემი თავი. მომწონს, როგორიც ვარ. ვიცი, რომ ვერასდროს ვიქნები ძალიან გამხდარი, მაგრამ მე სხვა პლუსები მაქვს, მე სხვა სილამაზეები მაქვს“