ახლა მხოლოდ გიჟს შეუძლია, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე იფიქროს – ალექსანდრ გრუშკო

0
336
19 Views

ახლა მხოლოდ გიჟს შეუძლია, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე იფიქროს – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა.

რუსი დიპლომატის თქმით, ნატო-ს ავიწყდება პრინციპი, რომ არავინ აძლიერებს თავის უსაფრთხოებას სხვისი უსაფრთხოების ხარჯზე.

გრუშკომ განმარტა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოება თავად ბლოკის უსაფრთხოების განმტკიცებას არ უწყობს ხელს.

„ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, არ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ერთმანეთის უსაფრთხოებაზე. თუ ერთი მხარე იტყვის, რომ ეს არ გააკეთო, არ არის საჭირო – უნდა დავსხდეთ და შევთანხმდეთ, როგორ უზრუნველვყოთ როგორც ნატო-ს, ასევე რუსეთის უსაფრთხოება, როგორ უზრუნველვყოთ უკრაინის უსაფრთხოება. ეს არ გაკეთებულა იმ საბაბით, რომ, როგორც ამბობენ, თავად უკრაინას სურდა და ნატო-მ მხოლოდ სუვერენული სახელმწიფოს მოთხოვნას უპასუხა და ზოგადად, ეს იმ პრინციპის ნაწილია, რომ სახელმწიფოები თავად ირჩევენ უსაფრთხოების გზებს. სხვათა შორის, ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება აუარესებს ნატო-ს უსაფრთხოებას, რადგან იქმნება 1 200 კილომეტრზე მეტი კონტაქტის ხაზი რუსეთთან, რომელსაც ნატო აცხადებს მთავარ მტრად და თავად ალიანსის საფრთხედ“, – განაცხადა ალექსანდრ გრუშკომ.

Cesko