რა არ გააკეთა პარტიამ სააკაშვილისთვის? – რა ბრალს უყენებდა თემურ ალასანია “ენმ”–ს

0
535
23 Views

დღეს ბევრი ადამიანი ადანაშაულებს “ნაციონალურ მოძრაობას” იმაში, რომ პარტიამ ყველაფერი არ გააკეთა ლიდერის ციხიდან დასახსნელად, თუმცა, ეს ბრალდებები არ არის ახალი, ჯერ კიდევ, გასული წლის დეკემბერში, სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანიამ, “ტვ პირველთან” საუბრისას, კითხვას, მიხეილ სააკაშვილმა მისი პოლიტიკური გუნდისგან, ადეკვატური მხარდაჭერა მიიღო? – ასე უპასუხა:

“ეს მიშას უნდა ჰკითხოთ. მე მგონია, რომ – არა, იმიტომ რომ დღემდე ციხეშია… ბევრი მათგანი აკეთებს შესაძლებელს, მაგრამ ეს არის სიტუაცია, რომელიც მოითხოვს შეუძლებელს. ვკითხოთ ჩვენ, ყოველმა მათგანმა ჩვენ თავს, გავაკეთეთ ის შეუძლებელი? თქვენ როგორ გგონიათ, გააკეთა პარტიამ შეუძლებელი? – არ გააკეთა. პარტია აკეთებს შესაძლებელს, კი, ყოველი მათგანი, მე მესმის, რა ნება მაქვს ვინმეს მოვთხოვო, რომ თქვენი საკუთარი გადაყარეთ. პატრიოტიზმი, სწორედ ეგაა, პირადულზე უარის თქმა. შეიძლება ყველას მოთხოვო ერთნაირად? ჩემი გადმოსახედიდან, ბევრი შესაძლებლობაა, ძალიან ბევრი, დაწყებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობიდან, ყველა იმ დემოკრატიული, კონსტიტუციურად გამყარებული მეთოდის გამოყენებით, რომელმაც მსოფლიოში გამოიღო თავისი შედეგი.”

Cesko