“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევისას, პარტიის ამომრჩევლებს ექნებათ ორი სტრატეგიული არჩევანი“ – არჩილ გამზარდია

November 13, 18:35
0
233

ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევისას, პარტიის ამომრჩევლებს ექნებათ ორი სტრატეგიული არჩევანი:
1. “მიშისტური” თავმჯდომარე – ასეთ შემთხვევაში, პარტია არსებულ და დარჩენილ ელექტორატს პარტიისათვის ძირითადად, ალბათ, შეინარჩუნებს. ამ ეტაპზე იქნება შეუცვლელი დომინანტი და ლიდერი ოპოზიციაში. საპარლამენტო ოპოზიციაში ერთადერთი ან მთავარი ოპოზიციური წარმომადგენელი და ა.შ. ეს უპირატესი მხარეებია. სისუსტეებში შეგვიძლია განვსაზღვროთ ის, რომ მსგავსი თავმჯდომარის შემთხვევაში ვერ იქნება ჰარმონიულ ურთიერთობაში სხვა ოპოზიციურ პარტიებთან (სააკაშვილთან ზედმეტად ასოცირებულ პარტიასთან სხვა პარტიები ნაკლებად დაიჭერენ პარტნიორულ ურთიერთონას). ასევე მსგავს შემთხვევაში პარტია უნდა შეეგუოს რომ დარჩება მხოლოდ ოპოზიციურ პარტიად და ძალაუფლებაში შესვლის – იქნება ეს კოალიციური შესაძლებლობა თუ მით უმეტეს ძალაუფლებაში მოსვლა, მსგავსი შესაძლებლობა თეორიულადაც პრაქტიკულად განულდება.
მოკლედ, ასეთი თავმჯდომარის და პარტიის პირობებში, პარტიაში დაბრუნდება ძველი გავლენის ჯგუფები, ძველი სახეები, პარტია თეორიულ დონეზეც კი გაინულებს ძალაუფლებაში მოსვლის შესაძლებლობას, თუმცა, გამყარდება პრეზიდენტ სააკაშვილის ელექტორატში და ძირითად სტატუს-კვოს შეინარჩუნებს.
2. “დემიშიზირებული” თავმჯდომარე – ასეთ შემთხვევაში, პარტიამ შეიძლება ნაწილობრივი ელექტორატი დაკარგოს (გასაგები მიზეზების გამო), თუმცა მეტად ექნება თეორიული და მათ შორის, პრაქტიკული შესაძლებლობა პოლიტიკურ წარმატებას მიაღწიოს, სწორი მუშაობის შემთხვევაში გახდეს ძალაუფლების მონაწილე ან პარტნიორი (კოალიციის შემთხვევაში). ასეთი ლიდერის პარტიის მიმართ ოპოზიციურ ძალებშიც მეტი ჰარმონიზირების შესაძლებლობა გაჩნდება, ასევე მეტად ლოიალურს გახდის თავის მიმართ არაელექტორალურ კრიტიკულ ნაწილს.
ასეთი პარტია მოითხოვს ახალ სახეებს, ახალ სულისკვეთებას, ახალი ტიპის ლიდერებს და მეტად დემოკრატიული შინაარსი შესაძლოა ჰქონდეს.
ასეთ პარტიას წინ ბევრად რთული სამუშაო ექნება, რადგან უნდა რეალურად გადარესტარტდეს და ბრენდი განაახლოს, თუმცა, პერსპექტივაც ბევრად მეტი ექნება.
მოკლედ, ძლიერი და სუსტი მხარეები ორივე ვარიანტს აქვს, გააჩნია პარტიის ამომრჩეველი რას გააკეთებს. მე რომ ვიყო პარტიის წევრი, მეორე ვარიანტზე გავაკეთებდი არჩევანს, თუმცა, ეს ინდივიდუალურია.“

Cesko