2023 წელი დრამატული ცვლილებების პერიოდი იქნება რამდენიმე ზოდიაქოს ნიშნისთვის. მათ წინ გაიხსნება მაღალი პერსპექტივები და ყველა პრობლემა წარსულში დარჩება. ახალი ცხოვრება დაიწყება ლომებისთვის, სასწორებისა და თხის რქისთვის. ისინი საოცარ პროგრესს მიაღწევენ კარიერაში, საბოლოოდ, იპოვიან ნამდვილ სიყვარულს.
ლომი
ლომები საკუთარი თავის რწმენას შეიძენენ და მიაღწევენ ყველაფერს, რაც სურთ. პირველ რიგში, მათი პროფესიული და კარიერული მისწრაფებები ახდება. ისინი შესანიშნავად გაუმკლავდებიან მნიშვნელოვან გამოწვევებს და დაამტკიცებენ საკუთარ ძალას. ასეთი წარმატების შემდეგ ლომების განვითარება გარდაუვალია. ისინი დაინიშნებიან ხელმძღვანელ თანამდებობაზე და
ხელფასის მნიშვნელოვან ზრდასაც მიირებენ ჯილდოდ. ზოგიერთი მათგანი საცხოვრებელსაც კი შეიცვლის და უფრო დიდ, კომფორტულ ბინაში გადავა.
სასწორები
სასწორს ცვლილებები პირად ცხოვრებაში ელის. 2023 წელს ისინი შეხვდებიან მამაკაცს, რომელიც მყისიერად შეუყვარდებათ. ძლიერი გრძნობები აიძულებს სასწორის ნიშნის წარმომადგენლებს, გადახედონ პრიორიტეტებს და იფიქრონ ოჯახის შექმნაზე. საყვარელ ადამიანთან ერთად სასწორები მთელ თავისუფალ დროს გაატარებენ, წლის ბოლოს კი რომანტიკულ მოგზაურობაში გაემგზავრებიან. სასწორი თავს მეცხრე ცაზე იგრძნობს და ყოველ წამს დატკბება. ამასობაში, სასწორები, რომლებსაც უკვე ჰყავთ წყვილი, გადავლენ ურთიერთობის შემდეგ ეტაპზე, როგორიცაა დაქორწინება ან შვილების გაჩენა.
თხის რქა
წელს თხის რქები სავსე იქნებიან ენერგიითა და ახალი იდეებით. ისინი დაიწყებენ კარიერულ კიბეზე სწრაფად ასვლას და მალე მიიღებენ პოზიციას, რაზეც დიდი ხანია, ოცნებობდნენ. ამ ნიშნის წარმომადგენლები დაივიწყებენ შიშს და ეჭვებს და დაიწყებენ რისკზე წასვლას, რისი წყალობითაც საგრძნობლად გაზრდიან შემოსავალს. თხის რქების პირად ცხოვრებაში მხიარული მოვლენებიც ელის. ნიშნის მარტოხელა მკვიდრებს სიგიჟემდე შეუყვარდებათ, დაქორწინებულები კი მშობლები გახდებიან.