სალომე ზურაბიშვილი: მივესალმები უკრაინის მიერ ხერსონის დაბრუნებას. ეს არის უკრაინის ერთიანობისა და სიმტკიცის შედეგი

0
392
25 Views

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინული შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ხერსონის რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებას ეხმიანება.

„მივესალმები უკრაინის მიერ ქალაქ ხერსონის დაბრუნებას. ეს არის უკრაინის ერთიანობისა და სიმტკიცის შედეგი და წარმოადგენს დიდ ნაბიჯს ქვეყნის სუვერენიტეტისა და მთლიანობის აღდგენისკენ. ქართველი ხალხი ხარობს თქვენთან ერთად“, – წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.

Cesko