არ გამოტოვოთ ეს თარიღი: 11.11 – რა უნდა გავაკეთოთ 11 ნოემბერს?

0
422
21 Views

წელიწადში ერთხელ სამყარო გვაძლევს შესაძლებლობას, შევასრულოთ ყველა ჩვენი გეგმა. არ გამოტოვოთ ეს მომენტი!

11 ნოემბერი – 11.11 არა მხოლოდ ლამაზად ჟღერს, არამედ განსაკუთრებულ ენერგიასაც ატარებს. თუ დაუჯერებთ ნუმეროლოგებს, რომლებიც უბრალოდ კერპად აქცევენ ამ კომბინაციას, ეს შესანიშნავი დღეა თქვენი ოცნებების ასასრულებლად.

ეზოთერიკოსები 11 ნოემბრის თარიღს უწოდებენ “ანგელოზის რიცხვს”. ანგელოზის რიცხვად მოიხსენიებენ ყველა თარიღს, რომელიც ერთნაირ წყვილებს შეიცავს. მაგალითად, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ალბათ, ყველას ჩაგვიფიქრებია სურვილი 12:12 ან 17:17 საათზე… სინამდვილეში, ეს არის პატარა გზავნილი სამყაროსგან, რომ

ყველაფერი კარგად იქნება. 11 ნოემბერს ეს თარიღი მეტ ელფერს იძენს, რადგან თარიღში 11/11/22, 22 თერთმეტის გაორმაგებაა, რაც მხოლოდ აძლიერებს ამ ეფექტს.

რიცხვს “ერთი” ნუმეროლოგიაში დიდი ძალა აქვს. ეს აღნიშნავს ყველაფრის შექმნასა და დაბადებას, წარმოადგენს სამყაროს წარმოშობას. ერთი ასევე მიუთითებს მუდმივ მოქმედებასა და ძალაზე. ზოგი 1-საც კი მიიჩნევს ყველა სხვა რიცხვის დედად. სწორედ ამიტომ, ეს განსაკუთრებული დღე ხსნის „ენერგეტიკულ პორტალს“, რომელიც საშუალებას გაძლევთ, იგრძნოთ სამყაროს დადებითი ძალა.


რა უნდა გავაკეთოთ 11 ნოემბერს?

თქვენი აზრები მთელი დღის განმავლობაში “წაიკითხება”, როგორც მინი-სურვილები და სულის გამოვლინებები. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ დღეს ფრთხილად იყოთ ფიქრებთან, ქმედებებთან და სიტყვებთან. ამ დღეს „აზრები მატერიალურია“! ჩაერთეთ პოზიტიურ ტალღაზე გაღვიძების მომენტიდან და წინასწარ იფიქრეთ, როგორ დაიწყოთ ეს დღე რაც შეიძლება ბედნიერად! დღეს თქვენს თავში ნებისმიერ ფიქრს ზედმეტი წონა ექნება – ასე რომ, იფიქრეთ კარგზე!
ეფექტის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, წინასწარ მოამზადეთ იმ სურვილებისა და განზრახვების სია, რომლებზეც გსურთ ფოკუსირება და ოცნებობთ მიიღოთ, და წაიკითხეთ ხმამაღლა დილით, 11:11 საათზე. მიმართეთ მთელი თქვენი აზრები და ენერგია იმაზე, რაც ყველაზე მეტად გსურთ – და ეს დაგეხმარებათ მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს წარმატებული დღე თქვენი ინტერესებისთვის

Cesko