როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში 🍁🍂

0
307
28 Views

9 ნოემბერს ქუთაისში +17 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან დღეს ვარაუდობენ, ღამით ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს. ოზურგეთშიც წვიმას პროგნოზირებენ, დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღეა ფოთშიც, სადაც დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +16 გრადუსს მიაღწევს, ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +11 გრადუსია, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში უნალექო დღეა. დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი. ახალციხეში +13 გრადუსი დაფიქსირდება, წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს.

იწვიმებს ბორჯომშიც, სადაც დღისით +12, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +10 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. +14 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი.

გუდაურში დღისით +6 გრადუსი და მზიანი დღეა ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაეცემა. ომალოში დღისით +6 ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია მზიანი დღე, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო იქნება. დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო დღე და +10 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც უნალექო დღეა ნავარაუდევი. დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მზიან დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი.

Cesko