“ხელისუფლება აფერხებს “მთავარი არხის” მუშაობას… მოვუწოდებთ პრეზიდენტს, შეიწყალოს გვარამია” – Pen America

0
322
19 Views

საქართველოს პრეზიდენტს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს ადამიანის უფლებებზე მომუშავე ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია, Pen America. განცხადებას ორგანიზაცია მის წარმომადგენელზე, პოლინა სადოვსკაიაზ დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ეხმაურება:

ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვება ქართული სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა, რაც ქვეყანაში მედიის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას შეურაცხყოფს. დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო ნიკა გვარამიას 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთის დადასტურებით, საქართველოს ხელისუფლება აფერხებს ტელეკომპანია “მთავარი არხის” მუშაობას, მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს კი მუქარის გზავნილებს უგზავნის. ვუერთდებით მოწოდებებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, შეიწყალოს ნიკა გვარამია და ხელი შეუწყოს ქვეყანაში მნიშვნელოვანი მედია პლურალიზმის განვითარებას, – წერს პოლინა სადოვსკაია.

Cesko