“10 წლის პეტრე ტიროდა და ოჯახის წევრებთან ჩახუტებას ითხოვდა…აუცილებლად გაგებინებთ პასუხს” – რას წერს სოსო გოგაშვილის შვილი?

0
356
22 Views

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ქალიშვილი, ნინო გოგაშვილი სოციალურ ქსელში მამამისის დაკავების მომენტს იხსენებს და არასრულწლოვანი ძმიერ მიერ გადატანილ სტრესზე წერს.

“პეტრე
16 ივლისს, როცა დეიდაჩემმა ნახა სპეცოპერაციის კადრები, მაშინვე წავიდა ჩვენთან, მაგრამ გადაკეტილი იყო ვარაზის ქუჩა და არ შეუშვეს. პოლიციას სთხოვდა, ბავშვები მაინც გამოიყვანეთო და პასუხი იყო ასეთი: ბრძანება არის, არც არავინ არ უნდა შევიდეს და არც არავინ არ უნდა გამოვიდესო.


10 წლის პეტრე ტიროდა და სახლში მყოფ ოჯახის წევრებთან ჩახუტებას ითხოვდა. ვინმეს წარმოუდგენია რას განიცდიდა მაშინ პეტრე? ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ვინც ეს სტრესი მიაყენა ბავშვს არ დაისჯება? ყველას გვიყვარს ჩვენი შვილები და ღმერთს უფრო მეტად უყვარს ყველას შვილი. სხვისი შვილების გამწარებით ვინც ბედნიერები ხართ, ყველაზე უბედურები სწორედ თქვენ ხართ.

4 თვე გავიდა თითქმის, არცერთი დამნაშავე არაა დასჯილი და მამას ნახვის უფლებას არ გვაძლევენ. რამდენი თვე ან წელიც არ უნდა გავიდეს, ღმერთს არ დაავიწყდება თქვენი ბოროტება და აუცილებლად გაგებინებთ პასუხს. მანამდე ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას გადარჩენისთვის ღმერთის იმედით!”, – წერს ნინი გოგაშვილი.

სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, თბილისში სპეცოპერაციით დააკავეს. მას გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას ედავება.

Cesko