“აი, თუ არაა ჰავაიზე ლამაზი მდინარეები წალენჯიხაში” – რა ფოტოებს ავრცელებს ნანა გეგეჭკორი

0
556
27 Views

ამერიკაში მცხოვრებ ექიმი, ნანა გეგეჭკორი, ავრცელებს, გუქიტო კვარაცხელიას გამოქვეყნებულ ფოტოებს და წერს:

“აი თუ არაა ჰავაიზე ლამაზი მდინარეები წალენჯიხაში. ეს ჯგალია (წალენჯიხა), ბებიას სახლის ეზო ზუსტად ამ “ვალას ტომბაში” მთავრდება. რამდენჯერ მისკუპია ამ მწვანე სამოთხეში პირდაპირ ყანიდან გადმოკონწიალებული ხის ტოტიდან. სანამ საქართველოდან წავედი, არც ერთი ზაფხული არ გამიტარებია სხვაგან. ზაფხული ყველაზე ბედნიერი პერიოდი იყო, რადგან აქ შემეძლო მთელი სამი თვის გატარება.
ამ ქვებზე მზეს მიფიცხებული ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ იქ აღმოვჩნდებოდი საიდანაც ახლა შევნატრი ამ ზურმუხტისფერ სამოთხეს.
გალი და ჯგალი ორი ყველაზე საყვარელი ადგილი დედამიწაზე. მსოფლიოს დედაქალაქიდანაც კი ისეთივე ტკბილი და სასურველია, როგორიც მაშინ, როცა ჩემი სამყაროს საზღვრები ამ ლურჯ მთებთან მთავრდებოდა.
❤️ ჯგალი, ნიაზის და ვალას ტომბები
P.S. ტომბა მეგრულად ღრმას ნიშნავს. ასე ვეძახდით იმ ადგილებს სადაც წყალს საკმარისი სიღრმე ჰქონდა და სიმაღლიდან ხტომა შეგვეძლო. ნიაზი და ვალა კი სოფლის საყვარელი პერსონაჟები იყვნენ. იმდენად საყვარელი, რომ მათი სახელები შევარქვით ამ ადგილებს.”
    
Cesko