თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – არიან დაშავებულები

0
572
32 Views

თურქეთის დასავლეთ პროვინცია იზმირში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რამაც მოსახლეობაში  პანიკა გამოიწვია. ჩამოინგრა მეჩეთის მინარეთი. ამის შესახებ Hurriyet Daily News-ი იტყობინება.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ მიწისძვრის სიმძლავრემ მაგნიტუდით 4,9 შეადგინა. მიწისძვრას რამდენიმე ბიძგები მოჰყვა, რომლებიც მიმდებარე რაიონებში იგრძნობოდა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს ინფორმაციით, პანიკაში მყოფი სამი ადამიანი სიმაღლიდან გადახდა, რის გამოც მათ დაზიანებები მიიღეს. მძიმეა ერთი დაშავებულის მდგომარეობა.

Cesko