ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს – ჯო ბაიდენი

0
445
42 Views

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესის შუალედური არჩევნების კამპანიის დროს გამოსვლისას განაცხადა, რომ ირანი მალე გათავისუფლდება.

“არ ინერვიულოთ, ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს. ისინი საკუთარ თავს ძალიან მალე გაათავისუფლებენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

თუმცა, ბაიდენმა არ დააკონკრეტა, რა დამატებით ქმედებებს განახორციელებს.

ცნობისთვის, ირანში უკვე შვიდი კვირაა დემონსტრაციები მიმდინარეობს, რაც 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა.

22 წლის სტუდენტი მაჰსა ამინი პოლიციამ ჰიჯაბის არასწორი ტარებისთვის დააკავა. ქალი გათავისუფლების შემდეგ 3 დღეში გარდაიცვალა. ხელისუფლების ვერსიით, მას გულის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ, ნათესავები ამბობენ, რომ მაჰსას გულის პრობლემები არასოდეს ჰქონია და ის პოლიციაში სასტიკად სცემეს.

Cesko