23 Views
გეგმავს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებას – ამ კითხვით დღეს პრეზიდენტს „ფორმულას“ ჟურნალისტებმა მიმართეს.
სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვას კითხვითვე უპასუხა:
„როგორ არის თქვენი საყვარელი „ფორმულა“? პრეზიდენტი დუმს“. – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ, 2 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და მას პატიმრობა მიუსაჯა.
ნიკა გვარამიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა აქამდე განსაზღვრული ვადით – 3 წლით და 6 თვით მოუწევს.