გაერო-ს უშიშროების საბჭომ რუსეთის რეზოლუციის პროექტს უკრაინაში ამერიკული „სამხედრო ბიოლაბორატორიების“ შესახებ მხარი არ დაუჭირა

0
351
20 Views

გაერო-ს უშიშროების საბჭომ მხარი არ დაუჭირა რუსეთის რეზოლუციის პროექტს „უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბიოლოგიურ აქტივობასთან“ დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

რეზოლუციის პროექტს რუსეთთან ერთად, ორგანიზაციის წევრი ქვეყნებიდან, მხოლოდ ჩინეთმა დაუჭირა მხარი. შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დოკუმენტის მიღებაზე უარი განაცხადეს, ათმა წევრმა კი, თავი შეიკავა. გაეროს განიარაღების უწყების ჩინოსანთა განცხადებით, უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის პროგრამის რაიმე მინიშნებაც არ არსებობს.

Cesko