ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს და განცხადებას ავრცელებს

0
544
49 Views

ამერიკის შეერთებული შტატები თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ  „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება.

აშშ-ის საელჩო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

„იმ დროს, როდესაც საქართველოს ერთგულება მიუკერძოებელი სასამართლოსა და მედია პლურალიზმის მიმართ განსაკუთრებული დაკვირვების საგანია, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს – უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა.

შეერთებული შტატების საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეზე. არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა თავიდანვე წამოჭრა სერიოზული კითხვები ამ საქმის შესახებ, მათ შორის დროსა და ბრალდებებთან დაკავშირებით, აგრეთვე, მსჯავრდებისა და სასჯელის შესახებ.

შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდეადების აღქმაც კი ასუსტებს საზოგადოების ნდობას სამართალდამცველების, პროკურატურის, სასამართლოებისა და თავად ხელისუფლების მიმართ.

შეერთებული შტატები გააგრძელებს მედიის თავისუფლებისა და სასამართლო რეფორმის მხარდაჭერას, რაც აუცილებელია სტაბილური და წარმატებული დემოკრატიის ასაშენებლად და რაც ქართველი ხალხის მკაფიო სურვილია“, – ნათქვამია განცხადებაში.

Cesko