“ეს პირდაპირი საბაბია რუსეთის ფედერაციის ბირთვული შეკავების პოლიტიკის მე-19 პუნქტის გამოსაყენებლად” – რას აცხადებს მედვედევი

0
428
34 Views

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებით,  დასავლეთი რუსეთს  ბირთვული იარაღის გამოყენებისკენუბიძგებს.

„დასავლური ქვეყნების ცნობილი თეზისია, რომ რუსეთს არ უნდა მისცენ ომის მოგების უფლება. თუ რუსეთი არ გაიმარჯვებს, მაშინ, როგორც ჩანს, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. ომში უკრაინის მიზანი კიევის რეჟიმმა უკვე დაასახელა – ყველა იმ ტერიტორიის დაბრუნება, რომლებიც ადრე მათ ეკუთვნოდათ, ანუ რუსეთისგან მათი დაბრუნება. ეს არის საფრთხე ჩვენი სახელმწიფოს არსებობისთვის და ნიშნავს დღევანდელი რუსეთის ნგრევას. ეს პირდაპირი საბაბია რუსეთის ფედერაციის ბირთვული შეკავების პოლიტიკის მე-19 პუნქტის გამოსაყენებლად,“- აცხადებს მედვედევი.

Cesko