ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ თეატრი ემიჯნება დასის წევრის თამარ მაყაშვილის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს.“ბათუმის დრამატული თეატრისთვის, რომელიც რეგიონში წარმოადგენს ხანგრძლივი ისტორიისა და ტრადიციის მქონე კულტურის კერას, რომლის მიზანია თეატრალური მხატვრული ნაწარმოების შექმნა და მათი მეშვეობით ეროვნული თვითშეგნების გამტკიცება,
ტრადიციების პატივისცემა, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა დამკვიდრება და განვითარება, მიუღებელია მსგავსი შინაარსის შემცველი გამონათქვამები.
აღნიშნულიდან გამომდინარე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მსახიობი თამარ მაყაშვილი მოიხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან და მის მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები,” – ნათქვამია თეატრის განცხადებაში
“არასოდეს ვაცმევდი სულელურ კაბებს. იმ დღეს გავიხედე და კატოს (რუსკას შვილი) არ აცვია ხულელი ბავშვივით, საშინელი ბეშუმური კაბა. კინაღამ გული გამისკდა, ბავშვს რა ჩააცვი-მეთქი და გავერთეო… “ – ამბობს მაყაშვილი. მსახიობის ამ ნათქვამს სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. საპროტესტო განცხადება გაავრცელა “ფეისბუქში” ხულოს გვერდმაც…. სწორედ ეს განცხადება გახკდა კრიტიკის მიზეზი.
წყარო:daqali.club