აკაკი ბობოხიძე: ჩვენი მმართველობის დროს იყო ავტორიტარიზმი

0
382
34 Views

ჩვენი მმართველობის დროს იყო ავტორიტარიზმი, იყო წესრიგი ძალაზე დამყარებული, ჩვენ ვცდილობდით წესრიგისთვის შეგვეჩვია ქართველი ხალხი არა აღზრდის, არამედ მოთხოვნის გზით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა, აკაკი ბობოხიძემ „ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ დიდი შეცდომები დავუშვით, თუმცა დროც არ გვქონდა და სწრაფად უნდა გადაგვედგა ნაბიჯები. მაგალითად კლასიკური ქურდული სამყარო, რომელიც არის რუსული იმპერიის და შემდგომ საბჭოთა კავშირის პროდუქტი, საქართველოში თითქოს გავაქრეთ და თითქოს დავამარცხეთ, მაგრამ როგორც კი ძალის მომენტი მოიხსნა დღის წესრიგიდან, იმ წუთში აღსდგა”- აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.

Cesko