გაირკვა გოგონას ვინაობა, რომელიც კურიერად, პატარა ბავშვთან ერთად, მუშაობს

0
575
25 Views

სოციალური ქსელის მომხმარებელი ანა გვაზავა იმ გოგონას შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის ფოტომაც გუშინ სოციალური ქსელი დაიპყრო.როგორც გვაზავა წერს, 26 წლის დარიას ორი შვილი ჰყავს, ბიჭი 1 წლის და 4 თვის, რომელიც ფოტოზე ჩანს და გოგონა 8 წლის.

„გამარჯობა, რადგან უამრავი ჩემი მეგობარი აზიარებს ფოტოს და სურს გაიგოს სუპერ დედიკოს ვინაობა, ვინც ასე ძალიან ცდილობს მის შვილებზე ზრუნვას, გეტყვით, რომ ეს გოგონა დარიაა, 26 წლის, ძალიან ყოჩაღი და მაგარი დედა. ჩემი მრავალჯერ ხსენებული და შექებული.

ორი შვილი ჰყავს. ბიჭი 1 წლის და 4 თვის, რომელიც ფოტოზე ნახეთ და გოგონა 8 წლის. ბევრი რამ გამოიარეს, ცდილობს ძალიან, რომ მის შვილებს სტაბილური შემოსავალი ჰქონდეთ. ჩემს მეგობრებს ყველას გემახსოვრებათ მისი ისტორია… ზედმეტად რომ არაფერი დავამძიმო ავრორას, დარიას შვილის დაბადების დღე მოდის. ყოველ წელს ვცდილობთ მის გახარებას.

თუ სურვილი გაგიჩნდებათ, ვუთითებ მის ანგარიშის ნომერს:

საქართველოს ბანკი: GE43BG0000000525927634

ძალიან მიხარია, რომ უამრავი ადამიანი დაინტერესდა მათი ისტორიით. დამატებით ინფორმაციას ალბათ დარია თავად გაგიზიარებთ, როცა ამას შეძლებს და სურვილი ექნება. ახლა მათთვის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია. და ხო, მართლა, ბევრმა აღნიშნა კომენტარებში რომ ძლიერია, რომ ამაყად დადის, რომ დახმარებას არ ითხოვს. მათ ყველაზე მაგარი რამ აქვთ, ერთმანეთი ჰყავთ და რწმენა აქვთ, რომ აუცილებლად ყველაფერი გამოუვათ.

მადლობა ყველას, ვინც გარშემომყოფებზე ზრუნავს, ხედავს და ცდილობს დაეხმაროს. აბა, ჩვენ ვიცით. იმედია ბევრი გაიცნობთ და თავადაც შეაგულიანებთ, რომ უამრავი გულშემატკივარი ჰყავთ“, – წერს ანა გვაზავა.

Cesko