,, გარწმუნებთ, ბევრის თავი გაიჭყლიტება ამ გამოძიების ფარგლებში” – ირმა ინაშვილი

0
433
25 Views

,,პატროტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი:

,,🔴არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საქართველოში თავად ჩამოყალიბდა კლანად, რომელიც ძალიან მარტივად, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, მიკერძოებულად და უპასუხისმგებლოდ ადანაშაულებს არასასურველ პოლიტიკოსს, პარტიას, მედიას, ჟურნალისტს რუსულ დაფინანასებაში.

🔴 ეს ის ხალხია, ვინც თვითონ უცხო ქვეყნის დაფინანსებულია და არა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვით, არამედ წლებია ნაცმოძრაობისა და მასთან დაკავშირებული ჯგუფების დაცვა- გათეთრებითაა დაკავებული.

🔴 ისინი თავს უფლებას აძლევენ “დოკუმენტი” უწოდონ სრულიად ყალბ ფურცელს, ცხრილს, ნახატს, რომლის დახაზვა და გავრცელებაც ინტერნეტში მეორე კლასის მოსწავლესაც კი შეუძლია.

🔴 ისინი თავს უფლებას აძლევენ, რომ “ჟურნალისტური გამოძიება” უწოდონ ამ ყალბ ცხრილს და არ აინტერესებთ, რა წერია გამავრცელებლის წესდებაში- ჩვენ ფაქტებს არ ვამოწმებთ. ვავრცელებთ, რასაც გვინდა! ანუ ვავრცელებთ ნებისმიერ ტყუილს და სისულელეს!

🔴 აი, ეს ცხრილია, თურმე, “დოკუმენტი” საერთაშორისო გამჭვირვალება საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურისთვის.

🔴 სამაგიეროდ, იგივე ეკა გიგაურისთვის პარტია “დროას” ლიდერის ელენე ხოშტარიას რუსული დაფინანსება, რაც ნამდვილად დოკუმენტურადაა დადასტურებული და თავადაც არ უარყოფს ამას, ხოშტარიას ოჯახის პირადი დაფინანსება ყოფილა და მეტი არაფერი. “პირადი დაფინანსება” კარგად აპრობირებული ხერხი რომაა ნამდვილი აგენტურის დასაფინანსებლად, ეს ეკა გიგაურმა ვითომ არ იცის. აბა, ცხრილს ვინ ადგენს და მითიური სუვენირების ხარჯთაღრიცხვას ვინ წერს ფურცელზე, რომელი იდიოტი?! ურიცხავენ მამას, იღებს შვილი და იყენებს პოლიტიკური საქმიანობისთვის. აი, ეს დოკუმენტური მტკიცებულება, თურმე, არაფერია. დედაჩემს კი, წლების მანძილზე ჰონორარი რომ ჩარიცხვოდა მოსკოვიდან, ცოცხლად დამწვავდნენ პარლამენტის წინ.

🔴 გამოძიებას ვითხოვო,- ბრძანა ეკა გიგაურმა.

🔴 გამოძიებას ახლა მე ვითხოვ, ყველა იმ პირისა და ორგანიზაციის მიმართ, ვინც ჩართული იყო და არის ჩემს მიმართ და ჩვენი პარტიის მიმართ ორგანიზებულ, დანაშაულებრივ, შავ პიარ- კამპანიაში! ვინ აფინანსებს ამ ჯგუფებს, რომელი ლობისტებისა და დონორებისგან მოდის ეს დაფინანსება, რა პოლიტიკური ინტერესები იკვეთება? რა არის მათი მოტივაცია? აი, ამაზე ვითხოვ გამოძიებას!!! და გარწმუნებთ, ბევრის თავი გაიჭყლიტება ამ გამოძიების ფარგლებში.”

Cesko