17 Views
ნატო გელაშვილი აშშ-ში მოგზაურობს. მან დადო ფოტო, სადაც საკუთარი ლექსების კრებულთან ერთად არის გადაღებული.
ცნობილია, რომ კომპოზიტორი მელოდიებთან ერთად ლექსებსაც წერს.
მისი კრებული „ურჩი ნაპირები“ ამჯერად ფილადელფიაში მყოფი ქართველებისთვის გახდა ხელმისაწვდომი.
ამის შესახებ ნატო თავად წერს:
„დღეს ჩემთვის ბედნიერი დღეა… ჩემი ლექსების კრებული თავის პირველ მკითხველს შეხვდება ფილადელფიაში…“
ნატომ მკითხველს ასევე გაუზიარა ლექსი კრებულიდან:
„არ მახსოვს, როგორ მოვედი დღემდე…
ვიბორიალე… ზღაპარში თითქოს..
ამ ბორიალში აღმა და დაღმა,
მხოლოდ სიყვარულს ვეძებდი, ვფიქრობ…
ისე, უბრალო მიყვარდა კაბა…
ჭრელი ფერებით ქუჩას რომ ხვეტდა…
ძლიერ დაღლილსაც არ მითქვამს დაღლა,
ასე… ღიღინით… მოვედი თქვენთან
და თუ ბოლომდე არ მეყო ძალა,
ნოტებად ვტოვებ სიყვარულს თქვენთვის…
რაც გამაჩნია.. ეგ არის ალბათ,
სხვა არაფერი მაგაზე მეტი!..“