ცნობისთვის: პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ დემოკრატიის უდიდესი მტერია კორუფცია და ოლიგარქია.
„ორივე ანადგურებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, სპობს დემოკრატიას და კლავს მომავლის იმედს. ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში!“- წერს „ტვიტერზე“ გიორგი გახარია, რითაც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს ვლადიმირ პლახოტნიუკს, ილან შორს და 19 სხვა ფიზიკურ პირს და ორგანიზაციას, რომლებიც დაკავშირებული არიან სისტემურ კორუფციასთან და კრემლთან დაკავშირებულ არჩევნებში ჩარევასთან მოლდოვაში. შეერთებული შტატები გააგრძელებს მოლდოვის დემოკრატიის მხარდაჭერას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას“.