”მამას ნუცას პანაშვიდზე მოსვლა ავუკრძალე. როდესაც მამა მოკვდა…” – მაია ასათიანის სულისშემძვრელ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა

0
728
22 Views

ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა რამდენიმე თვის წინ მამაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ მამას მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ აპატია.

ამასთან მან აღნიშნა, რომ მისი სიკვდილის დროს არაფერს განიცდიდა. ასათიანის აზრით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მშობელსა და შვილს შორის კავშირი არასდროს დაიკარგოს.

„მამას ჩემი შვილის, ნუცას პანაშვიდზე მოსვლა ავუკრძალე… როდესაც მამა მოკვდა, ეს ამბავი დედამ გამაგებინა. დავფიქრდი, უნდა წავსულიყავი თუ არა პანაშვიდზე.

ბევრი ვიფიქრე, მაგრამ წავედი. დედაჩემი გამომყვა…. მოკვდა ადამიანი, ჩემი ბიოლოგიური მამა, ჩემი გენეტიკური კოდის 50% და მე ვერაფერს განვიცდიდი. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წუთი არ გვიცხოვრია ერთად, მე საოცრად ვგავდი მას… ვუყურებდი მიცვალებულს და არაფერს განვიცდიდი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეს კავშირი არ დაირღვეს. მე მას ვაპატიე, ვაპატიე და გავუშვი ის ტკივილი ჩემგან. არ ვნანაობ რომ სიცოცხლეში არ ვაპატიე…“, – ამბობს მაია ასათიანი გადაცემაში „ერთი-ერთი“.

Cesko