მოსკოვმა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობა შეაჩერა

0
351
19 Views

მოსკოვმა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობა გაურკვეველი ვადით შეაჩერა. მიზეზად რუსულმა მხარემ ანექსირებულ სევასტოპოლზე უკრაინული დრონების თავდასხმა დაასახელა.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, მოსკოვი შავ ზღვაში სამოქალაქო ხომალდების უსაფრთხოებაზე გარანტიებს ვეღარ გასცემს.

კიევი კრემლის გადაწყვეტილებაზე ცივილიზებული სამყაროს დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს.

როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, შეთანხმების ჩაშლით რუსეთი შიმშილისთვის მსოფლიოში მილიონობით ადამიანს წირავს.

Cesko