“იმის შემდეგ, ეს სანატორიუმია…”- რას წერს ციხიდან დედას გოგო, რომელიც დებთან ერთად მამის მკვლელობისთვის იხდის სასჯელს

0
6685
29 Views

დები ხაჩატურიანების საქმე ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა. სამმა დამ სასტიკად მოკლა საკუთარი მამა, რომელიც, როგორც შემდეგ გაირკვა, მუდმივად ძალადობდა გოგონებზე, ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, სექსუალურად.

გოგონები ამჟამად ციხეში იმყოფებიან, ანგელინა და კრისტინა ერთად იხდიან სასჯელს, უმცროსი გოგონა, მარია კი, რომელიც მკვლელობის მომენტში 17 წლის იყო, მარტოა საკანში, სადაც ტელევიზორი და მაცივარი აქვს და ამბობს, რომ დესპოტ მამასთან მრავლწლიანი ცხოვრების შემდეგ ეს მისთვის სანატორიუმია.

ცოტა ხნის წინ გოგონამ წერილი მისწერა ციხიდან დედას, რომ დაემშვიდებინა:

“ჩემო საყვარელო დედა. დღეს მალახოვის გადაცემას ვუყურე და ძალიან მკტივნეული

იყო იმის ნახვა, თუ როგორ ტირი. შენ თუ იდარდებ, ჩვენც ასე ვიქნებით. შენ ხომ იცი, ჩვენ ძლიერები ვართ და ყველაფერს გავუძლებთ. მთავარი, რაც მინდა, ისაა, რომ იცხოვრო და იხარო ცხოვრებით. შენ ყველაზე ძვირფასი ხარ, რაც ჩვენ გვაქვს და არ გვინდა, რომ ჩვენ გამო შენი ცხოვრება უარესობისკენ წავიდეს.

დღეს გზავნილი მივიღე. მადლობა. არ ღირს ახალი ნივთების ყიდვა და ჩვენზე დახარჯვა, სახლში ხომ ყველაფერი გვქონდა, პროდუქტებიდანაც ყველაზე იაფი გამოდგებოდა. არ მინდა იზარალო. თუმცა ძალიან გამიხარდა, რადგან აქ საჭმელი ძალიან უგემურია. თუ შეძლებ, დოშირაკი ან სწრაფი მომზადების ფაფები გამომიგზავნე. და შოკოლადები.

დიდი მოკითხვა გადაეცი ბებიას, ძალიან მომენატრა და მასაც უთხარი, რომ არ იდარდოს!!!

ანგელინას და კრისტინას ხანდახან ვხვდები, მათაც ეტყობათ, რომ კარგად არიან. კამერაში მარტო ვარ, ხანდახან მოსაწყენია, მაგრამ ტელევიზორი მაქვს, წიგნები, დვდ-პლეერი, ჩაიდანი, მაცივარი, ერთი სიტყვით, ყველაფერი რაც საჭიროა. თანამშრომლები კარგები არიან, არ მაბრაზებენ. აქ ვსეირნობთ, ექიმებთან დავდივართ, გამოკვლევებს ვიტარებთ, როგორც სანატორიუმში. მე მგონი, ყველაფერი მოგიყევი.

გახსოვდეს, რომ ძალიან გვიყვარხარ და არ უნდა მოიწყინო, მით უმეტეს – იტირო. მაპატიე, რომ გაგირთულეთ ცხოვრება. შენ საუკეთესო დედა ხარ დედამიწაზე! მიყვარხარ და მაგრად გეხუტები”.

2019 წლის 14 ივნისს გოგონებს საბოლოოდ წაუყენეს ბრალდება “წინასწარ განზრახული ჯგუფური მკვლელობისთვის”, რაც 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. 2021 წლის 10 მარტს უკვე გარდაცვლილი მიხეილ ხაჩატურიანის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და იმავე წლის აგვისტოში გოგონები დაზარალებულებად ცნეს მამის წინააღმდეგ საქმეში. კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ დანაშაული მოხდა სასტიკი მოპყრობისა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის გამო. შესაბამისად, ისინი სასჯელს უფრო მცირე დროით მოიხდიან, ვიდრე აქამდე ივარაუდებოდა.

გახმაურებული მკვლელობა 2018 წლის ივლისში მოხდა – დებმა ხაჩატურიანებმა საკუთარი მამა სასტიკად მოკლეს. ძიების დროს დადგინდა, რომ მამა ძალადობდა შვილებზე წლების განმავლობაში, იგულისხმება სექსუალური ძალადობა, ასევე სიკვდილის მუქარა და ფიზიკური ძალის გამოყენება. მკვლელობის მომენტში გოგონები 19, 18 და 17 წლისანი იყვნენ.

mshoblebi.ge

Cesko