დიზაინერი, გიორგი მასხულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს გავრცელეულ ვიდეოსთან დაკავშირებით და წერს, რომ იმ ადამიანს უჩივლებს, ვინც ვიდეო გადაიღო.
“არ მინდოდა ამ სკანდალს ავყოლოდი. რაც გაავრცელეს ვიდეო, ეს გადაიღო ერთმა პიროვნებამ, რომელმაც შემდეგ მიაწოდა კადრები პოლიციას თავადვე. მე არ დამინახავს ვინ იყო და ვინ იღებდა ამას ჩუმად, შემდეგ პოლიციას პირობა მისცა და გამომძიებელს, რომ არ გავრცელდებოდა ვიდეო. რა თქმა უნდა, არ შეასრულა მან მისი პირობა, ამიტომ ყველა რესურს გამოვიყენებ, რომ ის დაისაჯოს უმაღლესი სიმკაცრით კანონის წინაშე, ნუ მავანს რაც შეეხება, ის არის პროვოკატორი და უნამუსო ადამიანი, რომელსაც საერთოდ არაფერი გააჩნია ადამიანობის, ეს ტიპი წლებია უკვე ჩემი ბულინგითაა გატაცებული, ამიტომ ჩემი საქართველოში ჩამოსვლისთანავე მას ცალკე აღვუძრავ საქმეს.
უბრალოდ, არ მსურდა ავყოლოდი, მაგრამ სხვა გზას არ მიტოვებთ”, – წერს მასხულია.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მასხულიასა და პოლიციას შორის დაპირისპირება არის ასახული.