“თქვენ ახლა მე მაყენებთ ირიბად შეურაცხყოფას” – მელია და ტრაპაიძე

0
362
32 Views

“ენმ”–ის თავმჯდომარე, ნიკა მელია, “ტვ პირველთან”, ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძის კითხვებს პასუხობს.

დიანა ტრაპაიძე:

–როცა ვადამდელ არჩევნებს აანონსებდით, ამბობდით, რომ ლეგიტიმაციის კრიზისია ქვეყანაში. ასეთი ლეგიტიმაციის კრიზისი ხომ არ დადგა პარტიაში და აპირებთ, თუ არა, პარტიაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას? თუ პარტიაში დიდად აღარ მოსწონხართ, ამას როგორ გაიგებთ? პოლიტსაბჭოზე..?

ნიკა მელია:

–მესმის, ეძებთ სკანდალს ოპოზიციურ პარტიებში. ის რომ განსხვავებული პოზიციებია, ამით ვამაყობ. ჩვენი სათავე პრობლემების რა არის? ის რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ დავიხსენით 1 წლის განმავლობაში ციხიდან, ნიკა გვარამიაა ციხეში. 1 წუთში მივიღებ გადაწყვეტილებას, ხელს შევუწყობ ადამიანს, ვისაც ექნება უფრო ქმედითი გეგმა, როგორ დავიხსნათ სააკაშვილი.

დიანა ტრაპაიძე:

–ვგულისხმობ იმას, ხომ არ ფიქრობთ, რომ ვადამდელი არჩევნები გჭირდებათ თავმჯდომარის? მიხეილ სააკაშვილმა თქვა… მისი განცხადება არ მოგვისმენია, მაგრამ მოვისმინეთ განცხადებები მისი შვილის, ავდოკატების… რაღაც ფაქტორები შეიცვალა. იქნებ ლეგიტიმაციის რესტარტი გჭირდებათ?

ნიკა მელია:

–თქვენ ახლა მე მაყენებთ ირიბად შეურაცხყოფას, ჩვენ ახლა ვართ ბრძოლაში და თუ ვინმეს ჰქონია, პარტია ნაციონალური მოძრაობის სავარძელი დღეს სავარძელია და მე ამას ვუფრთხილდები და ცივ ნიავს არ ვუბერავ, რომ შევინარჩუნო და ეს არის ჩემი მთავარი ამოცანა, რისთვისაც შემოვუერთდი პარტიას 2013 წელს, დამიტოვეთ უფლება, ვიყო შეურაცხყოფილი. თუკი ვიგრძნობ რომ პარტიაში არის ამისი განწყობა, შიდა არჩევნების ჩატარების, ამაზე ვისაუბრებთ.

შიდა საკითხები ძალიან საინტერესოა 500 000 ამომრჩევლისთვის, თქვენ ეთერში რომ ვისაუბრო შიდა საკითხზე, ეს გადაითარგმნება, აგერ ნოდარ მელაძე ზევით ზის და გააკეთებს სიუჟეტს, რომ პარტიაში არის კონფლიქტი, არადა, სინამდვილეში, ეს იქნებოდა მოსაზრება. როდესაც პარტიაში ტარდება არჩევნები, ყველა საკითხზე ხდება შეჯიბრობითობა, ყველა საკითხზე საუბრობ საჯაროდ, დაწყებული რუსეთის ინტერვეციით უკრაინაში, გაგრძელებული პოლიტპატიმრებით, არაფორმალური მმართველობით, როგორ ხედავთ სხვა პარტიებთან თანამშრომლობას და ასე შემდეგ. კონტექტს ხომ აქვს მნიშვნელობა. ნომერ პირველი ამოცანა ჩვენთვის, განსხვავებით სხვა ოპოზიციური პარტიებისგან, არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე. ჩვენ გვაქვს ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა, სანამ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ნებისმიერი, შიდა, თუნდაც დემოკრატიული შეჯიბრობითობა, შეიძლება უადგილო იყოს.

Cesko