ტრაგიკულად გარდაცვლილ დეპუტატ, ირაკლი ხახუბიაზე დღემდე ყველასთვის უცნობი ამბავი გავრცელდა

0
1609
24 Views

ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შესახებ სოციალურ ქსელში დღემდე უცნობ ამბავს ავრცელებენ.

მისი კოლეგები, მეგობრები, ახლობლები თუ რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც ერთხელ მაინც ჰქონიათ ირაკლი ხახუბიასთან შეხება, იხსენებენ. ერთ-ერთი მათგანი, ირმა გუგუშვილი წერს, კონკრეტული ამბის შესახებ წერს, თუ როგორ დაეხმარა ირაკლი ხახუბია მოქალაქეს.

„გუშინ დაზაფრულ, ღიმილგამქრალ ქალაქში გამოვედი. ჩემი ქუჩის კუთხეში მეწაღის სახელოსნოა, ერთი მშრომელი და ალალი კაცის. ხელით მანიშნა, ახლოს მივსულიყავი… ლაპარაკი უნდოდა… ტკივილის გაზიარება უნდოდა.

ნიკაპაკანკალებული მიყვებოდა, მისთვის ურთულეს დღეებზე, როგორ ძმასავით დაუდგა გვერდში ქალაქის დეპუტატი, შესაძლებელთან ერთად შეუძლებელიც რომ შეძლო და გადაურჩინა შვილი… მერე როგორ აუკრძალა მადლიერების გამოხატვა… ამ თემაზე ვინმესთან საუბარიც კი…

იქედან მოყოლებული, როგორ ამბობენ მის ოჯახში იმედის, ადამიანობის, კაცობის, ფოთელობის სადღეგრძელოს ირაკლი ხახუბიას სახით. მიყვებოდა და თვალები ცრემლებით ევსებოდა….

რამდენი ასეთი ნამდვილი, გულწრფელი სიტყვა და მდუღარე ცრემლი მიჰყვება… თავად გულგაგლეჯილს, კიდევ რამდენი ტკივილიანი, უსასოო ადამიანის იმედი მიაქვს… ფოთი მისი ჭირისუფალია… იმ კაცის თვალებიდან წამოსული ალალი ცრემლებით ტირის ჩემი ქალაქი…”,- წერს ირმა გუგუშვილი.

შესახენებთ, რომ ირაკლი ხახუბია 27 ოქტომბერს, მის საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 51 წლის დეპუტატს ირაკლი ხახუბიას სამშაბათს თბილისში, შვილის გვერდით დაკრძალავენ. მისი შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია 2017 წლის 17 მაისს ავტოავარიას ემსხვერპლა. მას საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე გვირაბთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუმორჩილებლობის გამო სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს, ხახუბია ავტომანქანით აღნიშნულ სატვირთოს შეეჯახა, რა დროსაც გარდაიცვალა

Cesko