ვისთვის იქნება ნოემბერი სიურპრიზებით სავსე – ფინანსური ჰოროსკოპი

0
499
23 Views

ასტროლოგები ასახელებენ იმ ზოდიაქოს ნიშნებს, რომლებისთვისაც ფინანსური თვალსაზრისით, 2022 წლის ნოემბერი სიურპრიზებით სავსე და მომგებიანი იქნება:

ვერძი

ნოემბერი ფინანსური ხარჯებისთვის ხელსაყრელი პერიოდი იქნება. ვარსკვლავები ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეახსენებენ, რომ ფული ენერგიაა, რომელიც ღირებულ საქმეში უნდა ჩადოთ. ეს შეიძლება გადაუდებელი საჭიროება ან ძველი ოცნების ასრულება იყოს. ყველაფერი გამოგივათ, მთავარია, მოტივაცია არ დაკარგოთ და გონივრულად შეხედოთ მოვლენებს.

კურო

კუროს ნიშნის წარმომადგენლებს ნოემბერი მნიშვნელოვან ფინანსურ ცვლილებასა და სარგებელს არ ჰპირდება. ეს თვე სტაბილური იქნება, თუმცა გრანდიოზულ ცვლილებებს არ უნდა ელოდოთ. ამიტომაც, ყურადღებით დააკვირდით თქვენს ხარჯებს. ზედმეტი და არასაჭირო ფინანსური ტრანზიქცია სარგებელს არ მოგიტანთ.

ტყუპი 

ნოემბერი ტყუპისთვის ბევრი თვალსაზრისით პოზიტიური თვეა. გამონაკლისი არც ფინანსური სფეროა. ახლა შეგიძლიათ, ფინანსური საკითხები საკმაოდ მარტივად მოაგვაროთ და შემოსავალიც გაზარდოთ. თუმცა, სიფხიზლე არ უნდა დაკარგოთ და ნებისმიერი გადაწყვეტილება კარგად შეაფასოთ.

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის თვემ ბევრი სიურპრიზი მოამზადა. ახალ ადამიანებთან შეხვედრა, კომუნიკაცია და ნაცნობობა შესაძლოა, ფინანსური თვალსაზრისითაც მომგებიანი გახდეს. ახლა შეგიძლიათ, ბევრ სხვადასხვა პროექტში ჩაერთოთ და სარგებელიც მიიღოთ. თუმცა, ასტროლოგები გირჩევენ, რომ საბუთების ან კონტრაქტის გაფორმებისას უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინოთ.

ლომი

ნოემბერი ლომებისგან ფინანსურ კეთილდღეობაზე პასუხისმგებლობის გამოხატვას მოითხოვს. თვის დასაწყისში არასაჭირო ხარჯების რისკი არსებობს, ამიტომ ყურადღებით იყავით. ასევე, ეს გამჭრიახობა სამომავლოდაც გამოგადგებათ და სამყაროსგან საკმაოდ კარგ ბონუსს მიიღებთ.

ქალწული

ვარსკვლავები ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს აფრთხილებენ, რომ დიდ ტრანზიქციებსა და ინვესტიციებს მოერიდონ და დეკემბრისთვის გადადონ. ახლა ეცადეთ, სტაბილურობა შეინარჩუნოთ. წელიწადის ბოლო თვე კი განახლებისთვის საუკეთესო პერიოდია.

სასწორი

ნოემბერი დამატებითი შემოსავლის მიღების შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა. ძალიან დიდ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობთ. საქმისადმი ერთგულება და შრომა დადებით შედეგს აუცილებლად მოგიტანთ და ფინანსურ წინსვლასაც იგრძნობთ.

მორიელი

ასტროლოგები მორიელებს მოუწოდებენ, რომ ნოემბერში ფული არ ისესხონ. ასევე, ყურადღებით დააკვირდნენ ხარჯებს. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის თვის მთავარი ფრაზაა: ,,ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი.“

მშვილდოსანი

მშვილდოსნებისთვის ნოემბერი ახალი პროექტებისა და ბიზნესის წამოწყებისთვის შესანიშნავი პერიოდი არ იქნება. ახლა ჯობს, მიმდინარე საქმეების დასრულებაზე იზრუნოთ. ვარსკვლავები ამტკიცებენ, რომ დაუსრულებელ საქმეს შეუძლია, ხელი მნიშვნელოვნად შეგიშალოთ და ეს ფინანსებზეც აისახება.

თხის რქა

ვარსკვლავები თხის რქის წარმომადგენლებს ფინანსური რყევების შესახებ აფრთხილებენ. ნოემბერში განსაკუთრებით დაგჭირდებათ, რომ ბიუჯეტი გონივრულად დაგეგმოთ და ისე მიიღოთ გადაწყვეტილებები. არ იდარდოთ, დეკემბრის თვეში სიტუაცია დასტაბილურდება და სარგებელს კვლავ ნახავთ.

მერწყული

ნოემბერი მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს გპირდებათ. ამ თვეში განსაკუთრებით გაუმართლებთ ადამიანებს, რომლებიც IT, სპორტისა და მეცნიერების სფეროში მუშაობენ. ახლა შესანიშნავი პერიოდი გაქვთ, რომ დრო საყვარელ საქმეს დაუთმოთ და იქიდან კარგი შემოსავალიც მიიღოთ.

თევზები

ვარსკვლავები ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს მოუწოდებენ, არ გაუშვან შანსი ხელიდან და იმოქმედონ. ძალიან დიდ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობთ. მწვერვალების დაპყრობის სურვილი შედეგს აუცილებლად გამოიღებს. შესაძლოა, სამსახურში დაგაწინაურონ, მომგებიან საქმეში ჩაერთოთ ან ახალი პროექტი წამოიწყოთ. მთავარია, იმოქმედოთ და დრო ფუჭად არ დაკარგოთ.

Cesko